пятница, 31 мая 2019 г.




გაკვეთილის  გეგმა
პედაგოგი
მადინა ცირდავა
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
საბაზო/VII  კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა
16 მოსწავლე
მოსწავლეთა  პროფილი
კლასში  არ  არის  სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროებების  მქონე  მოსწავლე
დრო
45
გაკვეთილის  თემა
მინდა ვიყო პიროვნება  ილია ჭავჭავაძის მოთხრობა  ,,კაცია-ადამიანის?!“მიხედვით
წინარე  ცოდნა  და  უნარები
მოსწავლეები  იცნობენ  აბრაჰამ  მასლოუს  ადამიანის  მოთხოვნილებათა  იერარქიას,  აქვთ  ინფორმაცია  ცნობილი საზოგადო  მოღვაწეების  შესახებ  დედა  ტერეზას   და  ექვთიმე  თაყაიშვილის  მაგალითზე,  ისინი  ერკვევიან  პიროვნების  მახასიათებლებში.
მიზანი/ქვემიზნები
მოსწავლეები  სიტუაციური  ამოცანის  განხილვის  საფუძველზე  გაეცნობიან  და  გაანალიზებენ  და შეაფასებენ პროვნების  მახასიათებლებს. 
მიმართულება
პიროვნული  განვითარება.
შესაბამისობა  ესგ-ეს  სტანდარტთან
ქართ.VII.7  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება,მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
განსავითარებელი  უნარები
ლოგიკური  და  არგუმეტირებული  მსჯელობის,  ანალიზის  და  დასკვნების  გაკეთების,  კითხვის  დასმის,  თანამშრომლობის,  გუნდური  მუშაობის.  საკუთარი  შესაძლებლობების  ადეკვატურად  შეფასების.
მეთოდები
კითხვა- პასუხი,  ასოციაციური  რუკა,  T  სქემა   აქტიური  ლექცია,  სიმულაციური  ამოცანა,
რესურსები
სახელმძღვანელო,  კალამი,  რვეული,  სამუშაო  ფურცლები,  ფლიქჩარტი,  კომპიუტერი,  პროექტორი.
მუშაობის  ორგანიზების  ფორმა
მთელკლასთან,  ჯგუფური,  ინდივიდუალური.
შეფასება
მიმდინარე  განმავითარებელი,  მიმდინარე  განმსაზღვრელი.
გაკვეთილის  მსვლელობა.
მისალმება,კლასის ორგანიზება.(2წ)     
გაკვეთილის A ფაზა-მოლოდინის განსაზღვრა/გამოწვევა

შეფასების რუბრიკის გაცნობა(2წ)
აქტივობა 1:  მასწავლებელი  მოსწავლეებს  აჩვენებს  პროექტორით  ლუარსაბ  თათქარიძის  სურათს  და  სთხოვს  დააკვირდნენ  სურათს  და უპასუხონ  კითხვაზე?(6  წთ)
·         ვინ  არის  სურათზე  ნაჩვენები? 
·         რომელი  ნაწარმოების  გმირია  სურათზე?
·         ვინ  არის  ლუარსაბ  თათქარიძე- კაცი  თუ  ადამიანი?
·         რას  გულისხმობდა  ილია  კაცობაში?
·         ვის  უფრო  მაღალ  ღირებულების  მატარებლად  მიიჩნევდა  ილია  კაცს  თუ  ადამიანს?
·         ჩამოთვალე  ათი  ცნობილი  პიროვნება  რომელსაც  მნიშვნელოვანი  როლი  მიუძღვით  საზოგადოების  განვითარებაში.
·         რა  განსაკუთრებული  თვისებებით  გამოირჩევიან  ისინი?
·         როგორ  გგონია აღამაჰმად  ხანი,   თემურ  ლენგი,  შაჰ-აბასი იყვნენ  პიროვნებები?
აქტივობა 2: ასოციაციური  რუკა: (3 წთ)
·         თქვენი  აზრით  როგორი  მახასიათებლები  აქვს  პიროვნებებს?
გაკვეთილის B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება/სიღრმისეული წვდომა.

აქტივობა 3:  აქტიური  ლექცია:  ვინ  არ  შეიძლება იყოს  პიროვნება.
მოტივი, ნებისყოფა, ხასიათი,  ტემპერამენტი.(5  წთ)
აქტივობა 4:  T  სქემა:  შეადარე  პიროვნების  თანდაყოლილი  მახასიათებლები  შეძენილს. (3  წთ)
გაკვეთილის C ფაზა-გამთლიანება
აქტივობა 5:  მასწალებელი  მოსწავლეებს  ჰყოფს  4  ჯგუფად  თვითეულს  აძლევს  სურათს  და  აძლევს  დავალებას  წაიკითხონ  სიტუაცია  დააკვირდნენ  სურათს  და  ამოიცნონ  ადამიანის  ტემპერამენტის  ტიპი. 15 წთ
აქტივობა 6: მასწავლებელი  მოსწავლეებს  სთხოვს  გაიხსენონ  გაკვეთილის  განმავლობაში  მიმდინარე  აქტივობები  და  აჯამებინებს  გაკვეთილს. 4 წთ
აქტივობა :  მასწავლებელი  გაკვეთილის  ბოლოს  აფასებს  მოსწავლეებს  საგაკვეთილო  პროცესში  ჩართულობის  და  აქტიურობის  მიხედვით,  აძლევს  კლასს  განმავითარბელ  შეფასებას.  5  წთ.

შეფასების  რუბრიკა
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა

ქულები და კრიტერიუმები
10-9
8-7
6-5-4
3-2-1
აქტიური მონაწილეობა
ყოველთვის მონაწილეობს  და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად  ან საერთოდ არ მონაწილეობს
გამართული და სწორი მეტყველება
გამართულად მეტყველებს, აქვს მდიდარი ლექსიკა და შემოქმედებითად იყენებს ენობრივ–გამომსახველობით საშუალებებს
გამართულად მეტყველებს და იყენებს მართებულ სინტაქსურ და გრამატიკულ კონსტრუქციებს
იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს. მეტ–ნაკლებად გამართულად საუბრობს
არ იცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
სირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
უჭირს გამართულად საუბარი, ხშირად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას

                                               პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა:


ქულა


კრიტერიუმები
დაბალი
 (1–4
.)
საშუალო
 (5–6
.)
კარგი
 (7–8
.)
საუკეთესო
 (9–10
.)
პრეზენტაციის ვიზუალური ნაწილი
წარმოდგენილი ინფორმაცია  არ არის გადმოცემული ზუსტად და არ არის გასაგები მისი შინაარსი;
წარმოდგენილი ინფორმაცია ნაკლებად არის გადმოცემული ზუსტად და ნაკლებად არის გასაგები მისი შინაარსი;
წარმოდგენილი ინფორმაცია მეტ–ნაკლებად არის გადმოცემული ზუსტად, ზოგადად გასაგებია მისი შინაარსი;
წარმოდგენილი ინფორმაცია ზუსტადაა გადმოცემული, შინაარსი გასაგებია;
სათქმელის სწორად
და ლოგიკურად
გადმოცემა;
უჭირს სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა;
სათქმელს გადმოსცემს გასგებად;
სათქმელს გადმოსცემს ნათლადსაკითხს აშუქებს თანმიმდევრულად,
საკმარისად ორიგინალურია;
სათქმელს გადმოსცემს ამომწურავად,ნათლად და თანმიმდევრულად; მთლიანად
ორიგინალურია;
კონტაქტი აუდიტორიას
ვერ ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტის დამყარებას;
მოწესრიგებულია; მეტნაკლებად ახერხებს აუდიტორიასთან კონტაქტს;
ადეკვატურად იყენებს არავერბალურ საშუალებებს აუდიტორიასთან კონტაქტის დასამყარებლად;
ზუსტად შეესაბამება
შინაარსის ყოველ კომპონენტს; წარმატებით  იყენებს არავერბალურ საშუალებებს;
დროის რეგლამენტი

3-5 წუთი
ვერ ეტევა დროის რეგლამენტში, პრეზენტაცია იკავებს 10 წთ.-ზე მეტს,
ვერ ეტევა დროში, პრეზენტაცია გრძელდება დაახლოებით 8 წთ.;
მეტ-ნაკლებად ეტევა რეგლამენტში, პრეზენტაცია იკავებს 5-6 წუთს
ზუსტად იცავს რეგლამენტს, პრეზენტაცია გრძელდება 3-5 წთ.;









Комментариев нет:

Отправить комментарий