пятница, 31 мая 2019 г.


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მადინა ცირდავა
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ფოთი
სკოლა
სსიპ აფხაზეთის N 21 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება  საგანმანათლებლო პროექტი ,,წაიკითხე წიგნები,უკეთესად იქნები“
პროექტის შინაარსი
მოსწავლეთა წიგნიერების ხარისხის გაუმჯობესება და ინტელექტის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესისა.პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევაყვარო წიგნი.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცემათ ნაწარმოებების ნუსხა,რომელიც უნდა წაიკითხონ გარკვეულ ვადაში,შემდეგ ჯგუფებად დაყოფილ გუნდებს შორის მოეწყობა ინტელექტუალური თამაში მიცემულ  ტექსტებზე დაყრდნობით სხვადასხვა  ტიპის დავალებების საშუალებით,გარდა ამისა ,მათ მოუწევთ ერთ-ერთი დავალების ფარგლებში  უცხო ტექსტის ანალიზიც,თითოეული დავალების შესაფასებლად ჟიურის წევრებს ექნებათ ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული სწორი პასუხების ფურცელი და შეფასების რუბრიკა.პროექტი მოიცავს 5 ტურს,თითოეული ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები ქულების მქონე ჯგუფები დატოვებენ თამაშს,ხოლო დანარჩენი ჯგუფები გააგრძელებენ თამაშს პირველობის მოსაპოვებლად,ფინალურ თამაშსი (მე-5 ტურში) შეეჯიბრება ორი გუნდი და გამარჯვებულებს გადაეცემათ საცუქრები და სიმბოლური პრიზი ბუს ქანდაკება.
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
6-კლასი
პროექტის განხორციელების დრო
მაგალითად: რვა 45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა, 3 თვე და ა.შ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ.6. მოსწავლეეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილების და შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარი.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ სხვადასხვა ჟანრის,თემატიკის,მიმდინარეობის ნაწარმოებებს;გააკეთებენ წაკითხული ტექსტის ანალიზს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა          

         რა არის წიგნიერება?

თემატური კითხვები
როდორ ავიმაღლოთ წიგნიერების დონე?
როგორ ლიტერატურას უნდა ვკითხულობდეთ ჩვენს ასაკში?
როგორ ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს კითხვა?



  შინაარსობრივი კითხვები

რას სძენს ადამიანს ლიტერატურის კითხვა?
რამდენად მომგებიანია ჯგუფში სწორად გადანაწილებული სამუშაო საბოლოო შედეგისათვის?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ვენის დიაგრამა,შეკითხვების დასმა.
პროექტის რუბრიკა.
პროექტის მსვლელობისას
დღიურები,შეკითხვების დასმა,პროექტის რუბრიკა.

პროექტის დასრულების შემდეგ
კითხვარი მოსწავლეებისათვის  და მშობლებისათვის პროექტით მიღებული ცოდნისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოჩენილ პრობლემათა დასადგენად.

შეფასების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და პროექტის სწორად დაგეგმვისათვის პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს შევავსებინებ კითხვარს იმის შესახებ,თუ რომელი კლასგარეშე მხატვრული ნაწარმოები წაიკითხეს ბოლოს.რამდენად ბევრს კითხულობენ,როგორი ჟანრის ნაწარმოებებს ანიჭებენ უპირატესობას.ეს კითხვარი წარმოაჩენს წიგნიერების ამაღლებისათვის ზრუნვის აუცილებლობის ხარისხს და ასევე დამეხმარება ასაკობრივი სპეციფიკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში წასაკითხი ნაწარმოებების ნუსხის შერჩევაში.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
უცხო ტექსტის აღქმისა და გააზრების უნარი,ინტერნეტიტ სარგებლობისა და დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების უნარები,გუნდური მუშაობის უნარი.
სასწავლო პროცედურები
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და პროექტის სწორად დაგეგმვისათვის პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს შევავსებინებ კითხვარს იმის შესახებ,თუ რომელი კლასგარეშე მხატვრული ნაწარმოები წაიკითხეს ბოლოს.რამდენად ბევრს კითხულობენ,როგორი ჟანრის ნაწარმოებებს ანიჭებენ უპირატესობას.ეს კითხვარი წარმოაჩენს წიგნიერების ამაღლებისათვის ზრუნვის აუცილებლობის ხარისხს და ასევე დამეხმარება ასაკობრივი სპეციფიკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში წასაკითხი ნაწარმოებების ნუსხის შერჩევაში.მოსწავლეებს ეძლევათ დავალებად წაიკითხონ კონკრეტული ავტორების კონკრეტული ნაწარმოებები სამი კვირის ვადით, ემდეგ გაიმართება ინტელექტუალური თამაში, რომელიც მოიცავს 5 ტურს, თითოეული ტური მოიცავს რამდენიმე ტიპის დავალებებს: კითხვაზე პასუხი წინასწარ მიცემული ნაწარმოებებიდან, დავალება შესაბამისი ნაწარმოებებიდან მონაკვეთების ამოცნობა, უცხო ტექსტის ანალიზი, კითხვაზე პასუხი გუნდის კაპიტნებისთვის და მხატვრული ხერხების ამოცნობა მოცემულ ტექსტში. ეს მრავალფეროვანი დავალებები ერთდროულად ავითარებს დამოუკიდებლად აზროვნების, ინფორმაციის მოძიების, ანალიზის , უცხო ტექსტის გააზრების, მხატვრულ ხერხებზე მუშაობის , ასევე უჩენს ინტერესს და სურვილს წაიკითხონ მეტი და გაიფართოონ თვალსაწიერი. ამ უნარების განვითარებას ავალებს მასწავლებელს ეროვნული სასწავლო გეგმის კონკრეტული მუხლები. თითოეული ტურისათვის ვამზადებ კითხვებს და დავალებებს სხვადასხვა ტიპის დავალებებისათვის და ასევე სწორი პასუხების ფურცლებს რუბრიკასთან ერთად ჟიურისათვის. თამაშის მსვლელობის პერიოდში მე თითოეული დავალების მიცემისთანავე ვაძლევ რჩევებს, ვაცნობ თამაშის წესებს, ვაძლევ კონკრტულ დროს დავალების შესასრულებლად. მსვლელობის პერიოდში ვაკონტროლებ , რამდენად იცავენ მოსწავლეები რეგლამენტს და დროის სწორად გამოყენების შემთხვევაში, ვადაზე ადრე დავალების შესრულებისათვის გუნდი იღებს კიდევ ერთ დამატებით ქულას. ასევე ჯარიმდება ქულის დაკლებით დისციპლინის დამრღვევი გუნდი. ეს აიძულებს მოსწავლეებს აკონტროლონ დრო და ,შესაბამისად , განივითარონ დროის მონიტორინგისა და სწორად გამოყენების უნარი. ამ შეფასებების საფუძველზე ყოველ ტურის შემდეგ თამაშს ეთიშება პირველსა და მეორე ტურში სამ-სამი, ხოლო მეოთხე და მეხუთე ტურში ორ-ორი გუნდი. წინა ტურში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით ვარჩევ წასაკითხი ლიტერატურის შემდეგ ნუსხას, ვამატებ ან ვაკლებ თითოეული დავალების შესრულებისთვის მიცემულ დროს, ვითვალისწინებ ტექნიკურ დეტალებს და ვხვეწ მათ. ფინალურ თამაშში შეეჯიბრება ორი გუნდი. ფინალური თამაში გაიმართება  ბიბლიოთეკაში, რაც 7 სასურველ გარემოს უზრუნველყოფს მათთვის და გააჩენს კიდევ დამატებით მოტივაციას. იმ გუნდების წევრები , რომლებიც გამოეთიშნენ თამაშს, სხვა სახით აგრძელებენ მონაწილეობას პროექტში, კერძოდ, ისინიც კითხულობენ მოცემულ ლიტერატურას და წერენ ტესტურ დავალებას მიღებული ცოდნის შესამოწმებლად. ფასდებიან ქულით, რომელიც მათ აკადემიურ მოსწრებაზეც აისახება. პროექტის ბოლოს მოსწავლეები და მშობლები ავსებენ კითხვარებს პროექტის წარმატებით თუ წარუმატებლობით განხორციელების დასადგენად. ეს კითხვარები დამეხმარება მომავალში ამ და სხვა მსგავს პროექტებში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრაში.
დიფერენცირებული სწავლება
სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეები
ასეთი მოსწავლე არ მყავს,თუმცა ასეთი მოსწავლეებისათვის შესაძლებელია მათი შესაძლებლობების ფარგლებში შესაბამისი დავალებების შეთავაზება და მეტი აქტიური ჩართვა პროექტში,ასევე მათი დასაქმება საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში.
არაქართულენოვანი მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
მოიძიონ ნაწარმოებები და წაიკითხონ მშობლიურ ენაზე.
ნიჭიერი მოსწავლეები
ნიჭიერ მოსწავლესთან ერთად შევქმნი კიდევ რამდენიმე პროექტს.
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სკანერი
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
ლაზერული დისკი /ჩიპი
ტელევიზორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
 ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
 სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი

ბეჭდური მასალები
ილია ჭავჭავაძის  მოთხრობები;
ნოდარ დუმბაძის საბავშვო მოთხრობები;
რევაზ ინანიშვილის მოთხრობები.
ინვენტარი/მასალები
ფაილის ფურცლები;საჭირო ლიტერატურა,სასკოლო ინვერტარი.
ინტერნეტრესურსები
Lib.ge:literaturaiatp .ge.burusi.ge.
სხვა რესურსები
ვიზიტი ბიბლიოთეკაში,მშობლების ჩართულობა.


Комментариев нет:

Отправить комментарий