პროექტები


სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
მადინა ცირდავა
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
ქ.ფოთი
სკოლა
აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
პროექტის სრული დასახელება  საგანმანათლებლო პროექტი ,,მწიგნობრობა“
პროექტის შინაარსი
მოსწავლეთა წიგნიერების ხარისხის გაუმჯობესება და ინტელექტის ამაღლება ერთ-ერთი მთავარი მიზანია სასწავლო პროცესისა.პროექტის მიზანია მოსწავლეებს შევაყვარო წიგნი.პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს მიეცემათ ნაწარმოებების ნუსხა,რომელიც უნდა წაიკითხონ გარკვეულ ვადაში,შემდეგ ჯგუფებად დაყოფილ გუნდებს შორის მოეწყობა ინტელექტუალური თამაში მიცემულ  ტექსტებზე დაყრდნობით სხვადასხვა  ტიპის დავალებების საშუალებით,გარდა ამისა ,მათ მოუწევთ ერთ-ერთი დავალების ფარგლებში  უცხო ტექსტის ანალიზიც,თითოეული დავალების შესაფასებლად ჟიურის წევრებს ექნებათ ჩემ მიერ წინასწარ მომზადებული სწორი პასუხების ფურცელი და შეფასების რუბრიკა.პროექტი მოიცავს 5 ტურს,თითოეული ტურის შემდეგ ყველაზე ნაკლები ქულების მქონე ჯგუფები დატოვებენ თამაშს,ხოლო დანარჩენი ჯგუფები გააგრძელებენ თამაშს პირველობის მოსაპოვებლად,ფინალურ თამაშსი (მე-5 ტურში) შეეჯიბრება ორი გუნდი და გამარჯვებულებს გადაეცემათ საცუქრები და სიმბოლური პრიზი ბუს ქანდაკება.
საგანი/საგნები
ქართული ენა და ლიტერატურა
საფეხური/კლასი
7-კლასი
პროექტის განხორციელების დრო
მაგალითად: რვა 45წთ-იანი გაკვეთილი, 6 კვირა, 3 თვე და ა.შ.
პროექტის საფუძვლები
საგნობრივი სტანდარტები
ქართ.7. მოსწავლეეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება-გაანალიზება.კითხვის პროცესით გამოწვეული განწყობილების და შთაბეჭდილებების გადმოცემის უნარი.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები წაიკითხავენ სხვადასხვა ჟანრის,თემატიკის,მიმდინარეობის ნაწარმოებებს;გააკეთებენ წაკითხული ტექსტის ანალიზს.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა          

         რა არის წიგნიერება?

თემატური კითხვები
როდორ ავიმაღლოთ წიგნიერების დონე?
როგორ ლიტერატურას უნდა ვკითხულობდეთ ჩვენს ასაკში?
როგორ ამდიდრებს ლექსიკურ მარაგს კითხვა?



  შინაარსობრივი კითხვები

რას სძენს ადამიანს ლიტერატურის კითხვა?
რამდენად მომგებიანია ჯგუფში სწორად გადანაწილებული სამუშაო საბოლოო შედეგისათვის?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ვენის დიაგრამა,შეკითხვების დასმა.
პროექტის რუბრიკა.
პროექტის მსვლელობისას
დღიურები,შეკითხვების დასმა,პროექტის რუბრიკა.

პროექტის დასრულების შემდეგ
კითხვარი მოსწავლეებისათვის  და მშობლებისათვის პროექტით მიღებული ცოდნისა და პროექტის მიმდინარეობის პროცესში წარმოჩენილ პრობლემათა დასადგენად.

შეფასების მოკლე მონახაზი
მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და პროექტის სწორად დაგეგმვისათვის პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს შევავსებინებ კითხვარს იმის შესახებ,თუ რომელი კლასგარეშე მხატვრული ნაწარმოები წაიკითხეს ბოლოს.რამდენად ბევრს კითხულობენ,როგორი ჟანრის ნაწარმოებებს ანიჭებენ უპირატესობას.ეს კითხვარი წარმოაჩენს წიგნიერების ამაღლებისათვის ზრუნვის აუცილებლობის ხარისხს და ასევე დამეხმარება ასაკობრივი სპეციფიკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში წასაკითხი ნაწარმოებების ნუსხის შერჩევაში.
სხვა საკითხები
წინარეცოდნა
უცხო ტექსტის აღქმისა და გააზრების უნარი,ინტერნეტიტ სარგებლობისა და დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების უნარები,გუნდური მუშაობის უნარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий