სსიპ.აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში ჩამოყალიბდა ლიტერატურული კლუბი
,,ლ ა მ პ ა რი"
ლიტერატურული კლუბის მიზნებია:
1. მოსწავლეებში წიგნიერებისადმი ინტერესის გაზრდა და წერითი კულტურის წახალისება;
2. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
3. ინტელექტუალური, კულტურული, ღონისძიებების ორგანიზება;
4. კონფერენციების, სემინარების, კონკურსების ორგანიზება;
კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:
მოზარდებში შემოქმედებითი, სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას; გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბებას; თვითშეფასების ამაღლებასა და თავდაჯერებულობას ; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას;
კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას
ლიტერატურული კლუბის სამუშაო გეგმა:
* კლასგარეშე კითხვის საათი (კითხვა პასუხით,ინტონაციებით)
* მხატვრული კითხვის დღე- „ვიქცეთ ლექსად“
* „წიგნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა
* მწერლებისა და პოეტებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები(პოეზიის საღამოები,პოეზიის ხუთი წუთი)
* დისკუსიები სხვადასხვა თემაზე
* წიგნის კითხვის დასაინტერესებელი სხვადასხვა აქტივობა: „ავტორი გვეწვია“ „წამიღე,წამიკითხე,დამაბრუნე“ „კრიტიკოსთა ჯგუფი“
* კონკურსი წერაში,კითხვაში
* სხვადასხვა დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები
* სასწავლო ტიპის ლიტერატურული ვიდეო-ფილმების ჩვენება
* დედაენის დღესთან დაკავშირებული პროექტი კვირეული-„ენა დედაა ერისა“
* პრეზენტაციები-„ჩემი საყვარელი წიგნი“, „ჩემი საყვარელი გმირი“
* ლექსის მხატვრულად წაკითხვაზე მუშაობა
კლუბის წევრები გაეცნობიან მთელი წლის განმავლობაში შემდეგ ლიტერატურულ შედევრებს
* ნოდარ დუმბაძის შემოქმედება,მოთხრობები:მე,ბებია,ილიკო და ილარიონი
* რ.ინანიშვილის შემოქმედება მოთხრობები და ნოველები „ლამაზი ცრემლები(კრებული)
* შარლობა ბრონტე „ჯეინ ეარი“
და სხვა
კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება
* კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან,რომელთა რაოდენობა არის 10 მოსწავლე.
* კლუბს ჰყავს ლიდერი,რომლის უფლებამოსილებაა უხემძღვანელოს კლუბის საქმიანობას,წარადგინოს კლუბი მესამე პირთან,უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განხორციელებულ პროექტებს და აქტივობებს.
* კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით:დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა ,დაამტკიცოს კლუბის წესდება,აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავჯდომარე
* კლუბის ლიდერი ირჩევა ერთი სასწავლო წლით
* ერთი და იგივე კანდიდატურა ლიდერად შეიძლება აირჩეს 2 ვადით
კლუბის მუშაობა
კლუბის ,,ლამპარი"წევრები იკრიბებიან კვირაში ერთხელ, ხუთშაბათ დღეს, გაკვეთილების შემდეგ.
* კლუბის მუშაობის შეწყვეტა ხდება მოსაწვლეთა პირადი განცხადების საფუძველზე,როდესაც მათი რაოდენობა არ შეესაბამება კლუბის წევრთა რაოდენობრივ მაჩვენებელს,ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებისთ,როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნულ წესდების დებულებებს
* მიზნების მიღწევის შემთხვევაში
* სკოლის დამთავრების შემდეგ.
ლიტერატურული კლუბი ,,ლამპარი “
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს’ ლიტერატურული კლუბის ,,ლამპარი'' ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ხელმძღვანელის, წევრის უფლება-მოვალეობებს.
მუხლი2. მკითხველთა კლუბის მიზნები და ამოცანები
მკითხველთა კლუბის მთავარი მიზნებია:
1.მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.მშობლიურ და მსოფლიო ლიტერატურასთან ზიარება.
3.კულტურათაშორისი კავშირების ძიება,კულტურათა დიალოგი.
4. კითხვისა და კრიტიკული აზროვნების, განსჯისა და წვდომის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
5.მოსწავლეთა აქტიურ მკითხველად ჩამოყალიბება
6.ზეპირმეტყველების ,აზრის გამოხატვის უნარ-ჩვევების, მოსმენის კულტურის,სოციალური კომუნიკაციის უნარების განვითარება.
7.ინფორმაციისა და საკუთარი აზრის წერილობითი გადმოცემის უნარის განვითარება.
8.ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა- განვითარება.
მუხლი 3. მკითხველთა კლუბის ფუნქციები:
1. მოსწავლეთა მიერ ნაირგვარი წერილობითი ტექსტის წაკითხვა. მათში მოცემული ინფორმაციის გაგება ,გააზრება და გამოყენება.
2.სხვადასხვა აქტივობის დაგაგმვა-განხორცელება, შეხვედრების, წაკითხული ლიტერატურის განხილვების ორგანიზება.
3. ლიტერატურის სწავლისა და მასთან დაკავშირებულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება.
მუხლი 4. მკითხველთა კლუბის წევრობა
1.მკითხველთა კლუბის წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე,(მათ შორის სხვა საჯარო ,თუ კერძო სკოლის) რომელიც გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და მკითხველთა კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა კლუბის წევრიც.
მკითხველთა კლუბის წევრს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს მკითველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
ბ) ისარგებლოს მკითხველთა კლუბის ყველა რესურსით.
მკითხველთა კლუბის ხელმძღვანელობა
მკითხველთა კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, დაწყებითი საფეხურის კათედრის ერთ-ერთი წევრი, რომელიც გამოხატავს ინიციატივას, მზადყოფნას საკლუბო მუშაობის წარმართვისა და წარმოადგენს განაცხადსა და სამოქმედო გეგმას.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და წარმართავს საკლუბო მუშაობას.
ზრუნავს მკითხველთა კლუბის საქმიანობისა და ეფექტური მუშაობისათვის.
კლუბის სამუშაო პერიოდი
ა) კლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს (საზაფხულო ბანაკის შემთხვევაში--არდადეგები)
ბ) კლუბი იკრიბება კვირაში ერთხელ, ასევე საჭიროებისამებრ.
გ) კლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,
საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ-კვირას.
კლუბის კურატორი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:მადინა ცირდავა
Комментариев нет:
Отправить комментарий